ბავშვი თავისი ოჯახის, გარემოს, გარემომცველი უფროსების სარკეა. მშობლებს 2 წლის ასაკიდან უკვე საბავშვო ბაღში მიჰყავთ. ეს მათთვის ის პირველი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, რომელშიც ოჯახის შემდეგ უხდებათ შეგუება, დღის ხანგრძლივი პერიოდის გატარება მშობლების გარეშე თანატოლებთან და სხვა უფროსებთან ერთად.
ადამიანის განვითარება 3 სფეროს ეხება: ფიზიკურს, კოგნიტურს(შემეცნებითს) და ფსიქოსოციალურს. ფსიქოსოციალური განვითარების პროცესში ადამიანი რამოდენიმე სტადიას გაივლის. ფსიქოსოციალური განვითარების სტადია ეს ცხოვრების ეტაპია, რომლის დროსაც ადამიანი იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ამ გამოცდილებით გამდიდრებული ეგუება ან ერგება სოციალურ გარემოს. ეს შეძენილი გამოცდილება კი განსაზღვრავს მის პიროვნულ ცვლილებას ანუ განვითარებას.
2–6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ბავშვი ბევრი სოციალური, კოგნიტური და ემოციური ამოცანის გადაჭრის წინაშე დგება, რომელთაც ის თავისი შესაძლებლობებით, მიღწევებით, შეძენილი ცოდნითა და უნარებით უნდა დახვდეს და დაძლიოს კიდეც. ამ ასაკის ბავშვი აცნობიერებს და აღმოაჩენს, რომ ის ძველებურად აღარ არის მიჯაჭვული მშობლებზე, აღმზრდელებზე და დამოუკიდებელი აზრები გააჩნია. მას უკვე შეუძლია თავად იმოქმედოს, დაგეგმოს თავისი ნაბიჯები და ქცევა. ეს ბავშვის ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ის საკუთარ ნებას ავლენს და დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ ასაკის ბავშვისთვის ყველაზე საყვარელი სიტყვა არის ,,არა''. ,,არას'' თქმით ის სწავლობს საკუთარი სურვილების გატანას, დასაბუთებას და მიზნის მიღწევას. ამ ასაკში ბავშვი ხატავს, თამაშობს და იქცევა ისე რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სჯერა რომ ყველაფერი წესრიგშია შეცდომებისა და წარუმატებლობის რისკის მიუხედავად. ბავშვი ეს თვისება– ინიციატივა, ვითარდება მაშინ, როდესაც თამაში, ან ნებისმიერი ქცევა უფროსების მიერაა წახალისებული, რაც არ უნდა სულელურად ან აზრს მოკლებულად ეჩვენებოდეს მშობელს ან აღმზრდელს ეს.
საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს ბევრი ისეთი ქცევა ახასიათებთ,რომელიც მშობლებსა და სხვა უფროსებს აშფოთებთ ხოლმე.
სწორედ იმის გამო რომ ბავშვს დამოუკიდებლობა,ავტონომიის მოპოვება და ინიციატივის გამოვლენა სჭირდება,ის არ აკეთებს იმას,რასაც უფროსები სთხოვენ ან სთავაზობენ.ეს არის ბავშვის რეაქცია,არა შეთავაზებულის კონკრეტულ არსზე,არამედ თვით უფროსების ''შემოთავაზებაზე''.
გაგრძელება მეორე გვერდზე–––>
სწორედ იმის გამო რომ ბავშვს დამოუკიდებლობა,ავტონომიის მოპოვება და ინიციატივის გამოვლენა სჭირდება,ის არ აკეთებს იმას,რასაც უფროსები სთხოვენ ან სთავაზობენ.ეს არის ბავშვის რეაქცია,არა შეთავაზებულის კონკრეტულ არსზე,არამედ თვით უფროსების ''შემოთავაზებაზე''.
გაგრძელება მეორე გვერდზე–––>
No comments:
Post a Comment