სექსუალური ორიენტაცია

სექსუალური ორიენტაცია

      რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით ჰომოსექსუალი ადამიანების არსებობის შესახებ, მაგრამ, იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ შეიძლება ისინი ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ.ყოველი ათი ადამიანიდან ერთი მაინც აღიარებს საკუთარ ჰომოსექსუალობას. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური ორიენტაცია, ძალიან ადრე ეუფლებათ განსხვავებულობის გრძნობა, ზოგიერთი კი თვითიდენტიფიცირებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს და ცდილობს, იცხოვროს ჰეტეროსექსუალის ცხოვრებით, რაც განპირობებულია გარშემომყოფთა ზეგავლენით. ასეთი ცხოვრება მათ აუბედურებს.

    გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ქვემოთ მოყვანილი საბაზისო განმარტებები დაგეხმარებათ, რათა გაიღრმავოთ უკვე არსებული ცოდნა.
           სექსუალური ორიენტაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის სექსუალობაში და განსაზღვრული სქესის მიმართ მუდმივი ემოციური, მგრძნობიარე, ეროტიკული და სექსუალური ლტოლვით ხასიათდება. არსებობს საყოველთაოდ მიღებული სამი სახის სექსუალური ორიენტაცია : 
  • ჰეტეროსექსუალური–რომელიც მიმართულია საპირისპირო სქესის მიმართ, ადამიანები, რომლებსაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები იზიდავთ არიან ჰეტეროსექსუალები.
  • ბისექსუალი–მიმართულია ორივე სქესის წარმომადგენლებისადმი; ბისექსუალები ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ქალების სიყვარულიც შეუძლიათ და მამაკაცებისაც.
  • ჰომოსექსუალი–პირი, რომლის ინტერესებიც მიმართულია თავისივე სქესის ადამიანისადმი.
  • ჰომოსექსუალობა–ეს არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც ვლინდება ემოციური, მგრძნობიარე, ეროტიკული და სექსუალური ლტოლვით თავისივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ: ქალს ქალისადმი და კაცს კაცისადმი. კაც ჰომოსექსუალებს ხშირად მოიხსენიებენ გეებად, ქალებს კი ლესბოსელებად.                                                                                                                                                                            არსებობს კიდევ რამდენიმე ტერმინი, რომელთა ცოდნაც სასარგებლო იქნება:
  • ჰომოფობია–ჰომოსექსუალური და ბისექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დაუსაბუთებელი შიში.
  • ტრანსსექსუალები–მართებული ტერმინი–ტრანსგენდერი. ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ,,განსხვავებული'' ბიოლოგიური სქესის იდენტობა, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, მაგრამ საკუთარ იდენტობას ფსიქოლოგიურად ისინი საწინააღმდეგო სქესს მიაკუთვნებენ. ისინი მუდმივ დისკომფორტს გრძნობენ, რადგანაც შეუსაბამობა აქვთ საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან, ცდილობენ რა შეცვალონ საპირისპიროთი.
  • ტრანსვესტიტები–ადამიანები,რომლებსაც აქვთ მოთხოვნილება ითამაშონ საპირისპირო სქესის როლი ამ სქესისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლის გამოყენებით.                                                                                                                                                                
         avtori: guliko gasitashvili 

No comments:

Post a Comment