მეორე სახის ქცევა, რომელიც საბავშვო ასაკის ბავშვს ახასიათებს–ახირებაა. ახირება ბავშვის ისეთი ქცევაა, როდესაც ის მოითხოვს რამეს არა იმიტომ, რომ მას ეს ძალიან უნდა, არამედ იმიტომ, რომ ის ამას უბრალოდ მოითხოვს.
ამ ასაკის ბავშვებს უპირობო ჭირვეულობაც ახასიათებს. ამგვარი ჭირვეულობა კონკრეტულად ვინმეს ან რაიმეს მიმართ კი არ არის მიმართული, არამედ ზოგადად, ყველას და ყველაფრის მიმართ გამოიხატება.
თავნებობის საშუალებით ბავშვი დამოუკიდბლობისკენ მიილტვის. ბავშვი ცდილლობს, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს, რადგან უკვე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
ორნახევრიდან ექვს წლამდე ბავშვის გონებრივ განვითარებაში დგება დრო, როდესაც ბავშვი თანდათან ეუფლება სისტემურ, ლოგიკურ აზროვნებას. მას ჯერ არ ესმის უფროსების ენა, ვერ იგებს უფროსების მსჯელობას და აქტიურად იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა იგულისხმება ნათქვამში.
უფროსებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ასაკის ბავშვები არ არიან თავნებები და ურჩები, ისინი მხოლოდ სწავლობენ და შეიმეცნებენ ცხოვრებას.
No comments:
Post a Comment