შურიანობა, ეჭვიანობა


     მეგობრული ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი ერთ–ერთი საბაზისო განწყობაა–შური. შურიანობა არასრულფასოვნების თვალსაჩინო ნიშანია. მართალია, ყველა ჩვენთაგანის ბუნებისათვის შურის გარკვეული გრძნობა უცხო არ არის. როგორც წესი, ის ზიანს არ გვაყენებს თავისი დაბალი ინტენსივობის გამო. მიუხედავად ამისა, უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად სასარგებლოა ჩვენს ცხოვრებაში შურის გრძნობა, რომლის უფლებაც საკუთარ თავს სავსებით შეიძლება მივცეთ მუშაობისას, წარმატებისკენ სწრაფვაში, რთულ სიტუაციებთან შეჯახებისას. ჩამოთვლილ შემთხვევებში მას შეუძლია დაგვეხმაროს კიდეც.
           სულ სხვა საქმეა–ეჭვიანობა, რომელიც გაცილებითუფრო რთული და საშიში განწყობაა, რადგანაც არცერთ სიტუაციაში არ შეუძლია პიროვნებისათვის სარგებლის მოტანა. უფრო მეტიც, ეჭვიანობა–არასრულფასოვნების ძლიერი და ღრმა გრძნობის შედეგია. როგორც წესი, ეჭვიან ადამიანს ეშინია, რომ თავის პარტნიორს ვერ შეაკავებს და სწორედ იმ მომენტში, როცა მისი მართვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ამას ვერ ახერხებს და ეჭვიანობის სხვადასხვა გამოვლინებებით მხოლოდ თავის სისუსტეს აჩვენებს.
         ასეთი ადამიანის პროტოტიპის კვლევისას, მასში შეიძლება რაღაცის დაკარგვის შეგრძნება აღმოვაჩინოთ. ეჭვიან ადამიანთან ურთიერთობისას, ყოველთვის სასარგებლოა მის წარსულს მივმართოთ და შევამოწმოთ, ხომ არ გვაქვს საქმე ადრე უარყოფილ ადამიანთან, რომელიც უარყოფის განმეორების მუდმივ მოლოდინში იმყოფება.
       შურიანობის და ეჭვიანობის ზოგადი პრობლემიდან გადავიდეთ შურიანობის ძალიან სპეციფიკური ტიპის განხილვაზე–მამაკაცის უფრო მაღალი პოზიციის მიმართ ქალის მხრიდან ეჭვიანობაზე.გვხვდებიან უამრავი ქალები, რომლებსაც მამაკაცად ყოფნა უნდათ. ეს განწყობა სავსებით დასაბუთებულია, რადგან თუ ნივთს მიუკერძოებლად შევხედავთ, ჩვენს კულტურაში წამყვან ადგილებს მეტწილად მამაკაცები იკავებენ. ისინი ქალებთანშედარებით უფრო მეტად წახალისებულნი,დაფასებულნი და პატვსაცემნი არიან. მორალის თვალსაზრისით ეს არასწორია და კორექციას საჭიროებს.
       დღევანდელ დღეს გოგონები ხედავენ, რომ მამაკაცები და ბიჭები ოჯახში თავს გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობენ, მათ წვრილმანებით არ ტვირთავენ, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში ბევრად უფრო თავისუფალნი არიან და მამრობითი სქესის ეს უმაღლესი თავისუფლება გოგონებს აიძულებს თავი თავისი როლით დაუკმაყოფილებლად იგრძნონ. ისინი ბიჭებივით ცდილობენ მოქმედებას. ბიჭების მიბაძვა სხვადასხვაგვარად ვლინდება. მაგალითად, ზოგიერთი გოგონა ბიჭივით იცვამს და ხშირად ეს მშობლების მხარდაჭერას პოულობს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიჭის ტანსაცმელი უფრო მოხერხებულია. საერთოდ ამ ქმედებებიდან ზოგიერთი სასარგებლოცაა. თუმცა, მათ შორის უსარგებლო განწყობებიც გვხვდება. მაგალითად, როცა გოგონას სურს, რომ ბიჭის სახელით მიმართონ, თუ მსგავსი განწყობა უბრალო ცელქობას არ წარმოადგენს და მის სიღრმეში რაღაც უფრო სერიოზული იმალება, ესშეიძლება ფრიად სახიფათო იყოს. შემდგომში ამ გოგონას ცხოვრებაში შეიძლება წარმოიშვას თავისი სექსუალური როლით დაუკმაყოფილებლობა, ქორწინებისადმი ზიზღი, გათხოვების შემთხვევაში კი– ქალის სექსუალური როლისადმი ზიზღი.
              წინასწარი შეგონებით არ უნდა მივუდგეთ იმას, რომ ქალი მოკლე კაბას ატარებს, რამეთუ ეს მოხერხებულობის თვალსაზრისით შეიძლება გამართლებულიც იყოს. მამაკაცივით სწავლა და მამაკაცთან თანაბარი სამუშაოსნქონა–აგრეთვე შეიძლება ქალის ბუნებრივ მიდრეკილებებს შეესაბამებოდეს. მაგრამ თავისი ქალური როლით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და მამაკაცის მანკიერი მხარეების ათვისებისკენ მისწრაფება ქალის ცხოვრებისთვის საკმაოდ საშიშია. ეს სახიფათო ტენდენცია მოზარდულ ასაკში ვლინდება, რამეთუ სწორედ ამ დროს გოგონას მოუმწიფებელი გონება იწყებს ბიჭების პრივილეგიების მტკივნეულად აღქმას, რაც ცხოვრებას ეჭვიანობისათვის დამახასიათებელი განცდებიტ უწამლავს. ჩნდება ბიჭების მიბაძვის სურვილი. ყველაფერმა ამან შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ ქალს აღარ ექნება სასიყვარულო ურთიერთობების ან დაქორწინების სურვილი.

No comments:

Post a Comment