სიყვარული და ქორწინება

      იმისათვის, რომ სიყვარულისა და ქორწინებისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყოთ, პირველ რიგში, ერთობის გრძნობის ქონა და სოციალურად ადაპტირებულად ყოფნაა საჭირო. ამ ზოგად მოსამზადებელ პირობებთან ერთად საჭიროა ადრეული ბავშვობიდან სიმწიფის ასაკამდე სექსუალური ინსტინქტის ერთგვარი სწავლება–ის სწავლება, რომლის მიზანიც იქნება ქორწინებაში და საოჯახო ცხოვრებაში მისი ნორმალური დაკმაყოფილება. სიყვარულისა და ქორწინების უნარიანობა, უუნარობა და მიდრეკილება ჩადებულია პროტოტიპში, რომელიც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება. პროტოტიპის თვისებების შესწავლისას სავსებით შესაძლებელია იმ სირთულეების განჭვრეტა, რომლებიც წარმოიშვებიან მოზრდილი ადამიანის შემდგომ ცხოვრებაში.
  სიყვარულში და ქორწინებაში წარმოშობილი პრობლემების ხასიათი ზოგადი სოციალური პრობლემებისაგან არ განსხვავდება. ამ ურთიერთობებისათვის იგივე სირთულეებია დამახასიათებელი და დიდი შეცდომა იქნება სიყვარულის და ქორწინების სამოთხედ წარმოდგენა, სადაც ყველა სურვილი თავისთავად სრულდება. ცხოვრების ნებისმიერი სფერო ადამიანის წინაშე განსაზღვრულ ამოცანებს სვამს, რომლებიც ყოველთვის უნდა შესრულდნენ სხვების ინტერესების გათვალისწინებით. სოციალური შეგუებულობის ჩვეულებრივი თვისებების გარდა, სიყვარულისა და ქორწინების ურთიერთობები პარტნიორისაგან მოითხოვენ სიმპათიის განსაკუთრებულ გრძნობას, სხვა ადამიანთა საკუთარ თავთან გაიგივების და მის მიმართ თანაგრძნობის განსაკუთრებულ უნარს. თუ დღევანდელ დღეს ცოლქმრული ცხოვრებისთვის ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობაა ნამდვილად მზად, ეს იმიტომაა, რომ ადამიანთა უმეტესობისათვის არავის უსწავლებია სხვისი თვალით ხედვა, სხვისი ყურით სმენა და სხვისი გულით გრძნობა.
     სოციალური ინტერესი საკმაოდ ნელა ვითარდება: ის მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც შესაბამისი აღზრდის მიღებისას ბავშვობიდანვე საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნისჯენ მიისწრაფოდნენ. ამიტომ იმის გაგება, თუ ადამიანი რამდენადაა მზად საპირისპირო სქესთან ცხოვრებისათვის, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი დაკვირვება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ეხება. სასარგებლო კალაპოტში მოქმედი ადამიანი თამამია და საკუთარი თავის სჯერა. ის პირისპირ ხვდება ცხოვრების პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს ეძებს. მას ჰყავს მეგობრები და თავის მეზობლებთანაც ნორმალურ ურთიერთობებშია. ის კი ვინც ამ თვისებებს მოკლებულია, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისათვის ჯერ არ მომწიფებულა. თუკი ადამიანი რაღაცას საქმიანობს და ამ საქმეში წარმატებულია ის ალბათ ქორწინებისთვისაც მზადაა.
    თუ ვიცით ერთობის გრძნობის ბუნება, დავრწმუნდებით, რომ სიყვარულში და ქორწინებაში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სრული თანასწორობის საფუძველზე შეიძლება. თავისთავად სიყვარული–ესაა საკმაოდ განუსაზღვრელი გრძნობა, ამიტომაც სიყვარულის ისტორიები ასეთი მრავალფეროვანია. მხოლოდ იმ პირობით, თუ ურთიერთობები თანასწორობის პრინციპზე აიგება, სიყვარული სწორ ფორმას მიიღებს და ქორწინებას წარმატებულს გახდის. 
     თუკი ქორწინებაში მამაკაცს ან ქალს გამარჯვებულად ყოფნა სურს, ამას, დიდი ალბათობით ფატალური შედეგები მოჰყვება. ქორწინებისადმი ასეთი მიდგომა მისთვის მომზადებულობაზე არ მეტყველებს და ქორწილის შემდეგ მომხდარი მოვლენები ამას ხშირად ადასტურებენ. შეუძლებელია გამარჯვებულად ყოფნა იმ სიტუაციაში, სადაც ბრძოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ქორწინება ითვალისწინებს სხვისი ინტერესებისადმი თანაგრძნობას და საკუთარი თავის მის ადგილას დაყენების უნარს.

1 comment:

  1. გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?

    ReplyDelete