ჰომოფობია როგორც წინა პოსტში აღვნიშნე არის ჰომოსექსუალური და ბისექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დაუსაბუთებელი შიში, რომელიც ხშირად გვხვდება თავად ჰომოსექსუალ ადამიანებში.
ჰომოფობიას თუ დაავადებად აღვიქვამთ, აღარ გაგვიკვირდება, როგორ გადაიზრდება ზიზღი თვითსიძულვილში. ჰომოფობი ისეთივეა, როგორიც ალკოჰოლზე დამოკიდებული ან ნარკომანი. ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება ადამიანს ირაციონალური ქცევისკენ უბიძგებს, თუმცა დაავადებული ხშირად უარყოფს ამას.
ჩვენ შეგვიძლია ჰომოფობებსაც გავუგოთ. ისევე, როგორც ნარკომანებს, მათაც არ სურთ,გული გვატკინონ, მაგრამ ასე გამოსდით.ჰომოფობიას ხშირად საზოგადოებრივი წნეხი იწვევს. ყველას არ აქვს მისი გადალახვის საშუალება, ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ჰომოფობებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაშიარ უნდა მივცეთ უფლება, გული ატკინონ ვინმეს.
ბევრი ჩვენგანი იცნობს ალკოჰოლიკებს ან ნარკომანებს, ბევრი–არა. მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მცირეა, ვიდრე ჰომოფობების. მიმოვიხედოთ გარშემო და აღმოვაჩენთ, რომ ჰომოფობია ეპიდემიასავითაა გავრცელებული, მაგრამ საბედნიეროდ მისი განკურნება შესაძლებელია.
სხვა ავადმყოფობების მსგავსად, ჰომოფობია გადამდებია და მშობლიდან, აღმზრდელიდან, მასწავლებლიდან გადადის შვილზე და ა.შ. ხოლო ჰომოფობის შვილი თუ გეია, იგი იქცევა ინტერნალიზებულ ჰომოფობად და სძულს საკუთარი თავი.
No comments:
Post a Comment